საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოს დაცვა

გარემოს დაცვა

გარემოზე ზრუნვა ემბისის ფილოსოფიის განუყოფელი ნაწილია - გავუფრთხილდეთ ბუნებას და შევინარჩუნოთ იგი მომავალი თაობებისთვის.

გარემოს დაცვა

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ემბისის კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ იმ საკითხებს, რომლებზეც პირდაპირ ან ირიბად გვაქვს ზეგავლენა. ჩვენი ძირითადი მიმართულებებია გარემოსდაცვითი რისკების მართვა, ნარჩენების მართვა, რესურსების რაციონალური გამოყენება და ენერგოეფექტურობა.

გარემოსდაცვითი რისკების მართვის მიმართულებით ვმუშაობთ გარემოსდაცვითი ფაქტორების საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ეტაპობრივად ინტეგრირებაზე. ჩვენი მიზანია, შესაბამისი რისკები დროულად გამოვავლინოთ, შევაფასოთ და სათანადოდ ვმართოთ.

ნარჩენების მართვის მიმართულებით ყურადღებას ვუთმობთ როგორც ქაღალდის, ისე ელექტრო და ელექტრონული ნარჩენების პასუხისმგებლიან მართვას და მათი წარმოქმნის შემცირებას.

ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლიანი გამოყენება და ენერგოეფექტურობა მოიცავს ენერგიის, წყლისა და სხვა საოპერაციო რესურსების რაციონალურ გამოყენებას, მოხმარების ოპტიმიზაციასა და გარემოზე ზემოქმედების ეტაპობრივ შემცირებას.

ამასთან, მიკრობანკის ციფრული ტრანსფორმაცია ხელს უწყობს პროცესების უფრო ეფექტიანად წარმართვას, ქაღალდისა და სხვა რესურსების მოხმარების შემცირებას და გარემოსდაცვითი პრაქტიკების გაძლიერებას.

ჩვენი მიზანია, ზემოთ აღნიშნული მიმართულებები თანმიმდევრულად განვავითაროთ და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის პრინციპები მიკრობანკის ყოველდღიურ საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში კიდევ უფრო მეტად გავაერთიანოთ.