საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თანამშრომლების მხარდაჭერა და განვითარება

თანამშრომლების მხარდაჭერა და განვითარება

ვქმნით პასუხისმგებლობაზე და საღ აზრზე დაფუძვნებულ კორპორაციულ გარემოს, სადაც თითოეული ადამიანი მნიშვნელოვანია.

თანამშრომლების მხარდაჭერა და განვითარება

მიკრობანკისთვის კორპორაციული პასუხისმგებლობა ადამიანებზე ზრუნვით იწყება. ვქმნით, სამუშაო გარემოს, სადაც თითოეული თანამშრომელი დაცულად, დაფასებულად და თანასწორად გრძნობს თავს და აქვს ცოდნისა და უნარების განვითარების შესაძლებლობა.

როგორც პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი, მიკრობანკი ხელს უწყობს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, უწყვეტ სწავლასა და კეთილდღეობას. გვჯერა, რომ ძლიერი და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი მიკრობანკის მდგრადი საქმიანობის საფუძველია.

თანამშრომლებს ვთავაზობთ პროფესიული განვითარების ფართო შესაძლებლობებს: სხვადასხვა მიმართულების ტრენინგებსა და სასწავლო პროგრამებს, მენტორინგსა და ბანკის შიგნით კარიერული წინსვლის შესაძლებლობას. გვჯერა, რომ თითოეულ თანამშრომელს უნდა ჰქონდეს საკუთარი პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობა.

ჩვენი სამუშაო კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია ეთიკური და კეთილსინდისიერი ქცევა. მიკრობანკის თანამშრომლები საქმიანობისას ხელმძღვანელობენ პატიოსნების, პროფესიული პასუხისმგებლობის, კომპეტენტურობის, პატივისცემისა და მომხმარებლის ინტერესების დაცვის პრინციპებით. აღნიშნულ პრინციპებს განამტკიცებს მიკრობანკის ეთიკის კოდექსი, რომელიც თანამშრომლებისთვის საქმიანობის ეთიკურ სტანდარტებს განსაზღვრავს.

მიკრობანკი მხარს უჭერს თანაბარ შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს დისკრიმინაციისა და შევიწროებისგან თავისუფალი სამუშაო გარემოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლის ღირსების, უფლებებისა და შესაძლებლობების პატივისცემა. ამ მიზნით, მიკრობანკში მოქმედებს დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკა, რომელიც შესაბამისი შემთხვევების პრევენციის, გამოვლენისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს განსაზღვრავს.

თანაბარი შესაძლებლობების შექმნის მნიშვნელოვანი ნაწილია ქალთა პროფესიული და ეკონომიკური გაძლიერება. მიკრობანკი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერია. ჩვენი თანამშრომლების 60%-ზე მეტი ქალია, ხოლო მენეჯერულ პოზიციებზე ქალებისა და მამაკაცების წარმომადგენლობა თანაბარია. ამ მიმართულებით ჩვენი საქმიანობა 2025 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციამაც აღიარა: WEPs-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე მიკრობანკს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით გრძელვადიანი და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლები არა მხოლოდ მიკრობანკის საქმიანობაში, არამედ კორპორაციული პასუხისმგებლობის ინიციატივებშიც იყვნენ ჩართულნი. თანამშრომლები მონაწილეობენ მოხალისეობრივ და საქველმოქმედო საქმიანობაში, რაც ხელს უწყობს როგორც საზოგადოების მხარდაჭერას, ისე გუნდური და პასუხისმგებლობის კულტურის გაძლიერებას.

მიკრობანკისთვის თანამშრომლების მხარდაჭერა ერთჯერადი ინიციატივების ერთობლიობა არ არის. ეს არის სამუშაო კულტურის ნაწილი, რომლის განვითარებასაც ყოველდღიურ საქმიანობაში თანმიმდევრულად ვაგრძელებთ.